მოძალადედ ცნობილი ლევშიცის საეჭვო “მოღვაწეობა” საქართველოში

2019 წელს რუსული ოპოზიციისგან გაძევებული აქტივისტი ნიკოლაი ლევშიცი საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად ჩამოვიდა. წარსულში – დამნაშავე, მიხაილ ხოდორკოვსკის პარტია ” Открытая Россия”-ს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ნასამართლობის ფაქტის დამალვისთვის გაათავისუფლეს, დღეს ჟურნალისტური საქმიანობითა არის დაკავებული თბილისში.

ნიკოლაი ლევშიცი არის მრავალი რუსულენოვანი Telegram-არხის ავტორი საქართველოს შესახებ. მისი ძირითადი არხის “ნიკოლაი ლევშიცი – channel in Georgia/საქართველო” ხელმომწერების რაოდენობა 12 ათასს აჭარბებს, რაც შთამბეჭდავი ციფრია საქართველოში არაპოპულარული უცხოელი მესინჯერისთვის.

2017 წლამდე ნიკოლაი ლევშიცი იყო „ Открытая Россия“-ს თანამშრომელი, სადაც ხელმძღვანელობდა ცენტრს „Открытые выборы“, კერძოდ, “მუნიციპალური დეპუტატის სკოლის“ პროექტს. 2017 წლის გაზაფხულზე ლევშიცი პირადად გაათავისუფლა ხოდორკოვსკიმ მედიაში მისი დანაშაულის ვრცელი გაშუქების შემდეგ. როგორც აღმოჩნდა, დამწყებ ოპოზიციონერს 1999 წელს მიესაჯა 6-წლიანი “მკვლელობის მცდელობის” მუხლით. გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ 1999 წელს 21 წლის ნიკოლაი ლევშიცს, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ გიმნაზიაში ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა თავის არასრულწლოვან მოწაფესთან, რომელიც იმ დროს მხოლოდ 16 წლის იყო.

მათი თანაცხოვრების დროს, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ჩხუბი მოხდა, რის შედეგადაც გოგონამ მიიღო 10 ჭრილობა დანით და სასწაულებრივად გადარჩა ცოცხალი. თავად ლევშიცი თვლის, რომ მომხდარის მიზეზი მდგომარეობს “ეჭვიანობაში, სისულელესა და აფექტის მდგომარეობაში”. დიდი უბედურების თავიდან აცილება მხოლოდ სასწრაფო დახმარების დროული მოსვლის წყალობით მოხერხდა: საავადმყოფოში გოგონას თავის ქალის ტრეპანაცია ჩაუტარდა, ხოლო სპეციალურმა ექსპერტიზამ უარჰყო ბრალდებულის აფექტში ყოფნის ფაქტი დანაშაულის ჩადენისას. რაც, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ლევშიცმა გაცნობიერებულად მიაყენა ათობით ჭრილობა დანით. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მან საჯაროდ განაცხადა, რომ არასრულწლოვან მოსწავლესთან კავშირს ძალადობად არ თვლის. მსჯავრდებულის თქმით, 18 წელი და სწორედ ამდენ ხანს მალავდა ლევშიცი თავის დანაშაულს, საკმარისია იმისათვის, რომ საზოგადოებას ეს მისთვის ეპატიებინა და ყველაფერი დაევიწყებინა. ყოფილი დამქირავებელი აშკარად არ ეთანხმებოდა ამ განცხადებას და ლევშიცი გაათავისუფლეს „Открытая Россия”- დან.

თუმცა, კრიმინალურმა წარსულმა ხელი არ შეუშალა ახალგაზრდა ოპოზიციონერს, შემდგომში კარიერა გაეგრძელებინა კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის „დამკვირვებელთა მომზადების შტაბში“, მიუხედავად იმისა, რომ მისი კანდიდატურით უკმაყოფილება საზოგადოებაში დიდი იყო. რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში პიკეტიც კი გაიმართა აღნიშნული დანიშვნის გასაპროტესტებლად.

2019 წელს ლევშიცმა გადაწყვიტა საცხოვრებლად საქართველოში გადასვლა. რუსმა ექს-ოპოზიციონერმა ეს გადაწყვეტილება განმარტა იმით, რომ ”დაასრულა ყველა პროექტი მოსკოვში”. თუმცა ამ გადასვლას შეიძლება მორიგი პატიმრობისგან წინასწარ გაქცევა ვუწოდოთ. რუსეთში აქტიურად იძიებენ კორუფციულ სქემებს პროექტში “მუნიციპალური დეპუტატის სკოლა”, რომლის ხელმძღვანელიც იყო ნიკოლაი ლევშიცი. როგორც ჩანს, ლევშიცი იმედოვნებს, რომ მიიღებს პოლიტიკურ თავშესაფარს საქართველოსგან, როდესაც რუსი გამომძიებლები მის დანაშაულებრივ მაქინაციებს გახსნიან.

ჟურნალისტი სწრაფად დამკვიდრდა საქართველოში და რუსიდან ქართველ ოპოზიციონერად გარდაიქმნა. კერძოდ, ის სხვადასხვა ანტისამთავრობო აქციების აქტიური მონაწილეა. საქართველოში გადმოსვლამდე ნიკოლაი არ იყო დაკავებული ჟურნალისტური საქმიანობით, მაგრამ მოახერხა რუსულენოვანი Telegram-არხების მთელი ქსელის შექმნა Telegram-ბლოგერსა და რუსეთიდან სამოქალაქო აქტივისტ ალიონა ბაჩიასთან ერთად. ბაჩიას მიერ შექმნილი სამი არხის – Tbilisi life, GeorgiaLand და Dodago Georgia-ს აუდიტორია 10 ათას კაცს აღემატება. თავდაპირველად UnFake პროექტის გმირი, ალიონა ბაჩია თავს წარმოაჩენდა travel-ბლოგერად, მაგრამ მისი პუბლიკაციები ძალიან მოკლე ხანში გადავიდა პოლიტიკურ სიბრტყეში. კერძოდ, თავისი Telegram-არხების საშუალებით, ჟურნალისტი აქტიურად უჭერს მხარს ლგბტ-მოძრაობას “Tbilisi Pride”, მოუწოდებს ახალგაზრდებს, მონაწილეობა მიიღონ საქართველოში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო ადამიანებს, ვინც მხარს უჭერენ ტრადიციულ ქართულ ფასეულობებს, “ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებს” უწოდებს.

სოციალურ ქსელში „ВКонтакте“ ლევშიცის თანამოაზრე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა გვერდის ხელმომწერია, ხოლო Telegram- პოსტებში იგი აღნიშნავს გაქცეული ქართველი პოლიტიკოსის პროვოკაციულ ინტერვიუებსა და განცხადებებს, როგორც “აუცილებლად სანახავს”.

ზოგადად, ლევშიცისა და ბაჩიას კავშირი მოიცავს ისეთ Telegram -არხებს, როგორიცაა “ნიკოლაი ლევშიცი – channel in Georgia”, “თბილისი ხალხისთვის და ხალხის შესახებ”, “GeorgiaLand”, “Tbilisi life” და “Dodago Georgia”, ხელმომწერთა საერთო რაოდენობა 20 ათასს აჭარბებს. ლევშიცი ასევე მართავს რამდენიმე ჩატს იმავე Telegram-ში, 12 ათას კაცზე მეტი აუდიტორიით.

2019 წლის ივნისში განზრახ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა აღნიშნულ არხებსა და ჩათებში, თბილისში საპროტესტო გამოსვლების გავრცელების მიზნით. კერძოდ, პოლიციის მიმართ ძალადობის გამოყენების განმეორებით მოწონებასთან ერთად, გაჟღერდა ბრალდება, რომ სამართალდამცავი ორგანოები ჟურნალისტებს დამიზნებით ესროდნენ. საქართველოში კომპეტენტურ ორგანოებს დიდი ხნის წინ უნდა შეეფასებინათ ლევშიცის საქმიანობა ქართველ ახალგაზრდებზე გავლენის მოხდენასთან დაკავშირებით, რადგან სრულებით ნათელია, რომ გაქცეულ რუს დამნაშავეს, რომელიც ბავშვზე ძალადობისთვის ციხეში იჯდა, აპრიორი არ უნდა შეეძლოს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა და, მით უმეტეს, ახალგაზრდობის მოწოდება ძალადობისკენ.

 

საქინფორმი