„ეს ქალი არაფრის გამკეთებელია, ენას ვერ ამოაგლიჯავ ისე არის“ – გუბაზ სანიკიძემ სალომე ზურაბიშვილი არ დაინდო

ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ ტვ „პირველის“ ეთერში ქვეყნის პრეზიდენტი გააკრიტიკა და არაფრის გამკეთებელი ქალი უწოდა.

„ეს ქალი არაფრის გამკეთებელი არ არის. რაც უნდა გააკეთოს იმას არ აკეთებს. ორი რამე აქვს გასაკეთებელი. მიშას (სააკაშვილი) საკითხი და ბიძინა. ენას ვერ ამოაგლიჯავ ისე არის. ბიძინაზე არ საუბრობს და ვერც ისაუბრებს, როგორც ჩანს რაღაც კომპრომატები არსებობს ქალბატონ სალომეზე“, – აღნიშნა სანიკიძემ.