მოლდოვის უზენაესმა სასამართლომ კორუფციაში ბრალდებულ ექსპრეზიდენტ იგორ დოდონს საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება მისცა. ამის შესახებ Newsmaker იუწყება.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის კიდევ 60 დღით გახანგრძლივების შესახებ, მაგრამ დოდონს სასამართლო სხდომებზე დასწრება მოსთხოვა.
დოდონმა თქვა, რომ მიმალვას არ აპირებს, მაგრამ სურს ოჯახთან ერთად რამდენიმე დღით საზღვარგარეთ წასვლა.
შეგახსენებთ, რომ დოდონი 2022 წლის 26 მაისიდან შინაპატიმრობაში იმყოფება.
იგი სასამართლოს მეთვალყურეობის ქვეშ ახლაც რჩება და ბრალი პასიურ კორუფციაში, უკანონო გამდიდრებაში, ქვეყნის ღალატსა და დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსებაში ედება.