აშშ-ის მხრიდან, რომელიც კარგად იცნობს რეგიონში არსებულ ვითარებას, მიუღებელია სომხური მხარის მიერ გამოთქმული პრეტენზიების გამეორება, – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა, კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან, ლუის ბონოსთან შეხვედრისას განაცხადა.
ბაირამოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად სომხეთის მუდმივი სამხედრო-პოლიტიკური პროვოკაციებისა, აზერბაიჯანის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე სეპარატიზმის მხარდაჭერისა, აზერბაიჯანს კვლავ კონსტრუქციული პოზიცია აქვს.