გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია გაფართოების პროცესის პრიორიტეტულობა, – ამის შესახებ ალბანელმა დეპუტატმა, იორიდა ტაბაკუმ მადრიდში განაცხადა, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ფორმატში სხდომა მიმდინარეობს.
ალბანელი დეპუტატის თქმით, მის ქვეყანას ევროკავშირისკენ გზაზე სჭირდება პროგრესი.
„ესპანეთის ბოლო თავმჯდომარეობიდან 10 წლის შემდეგ, ჩვენ კვლავ იგივე მდგომარეობა გვაქვს. მართალია, რომ ეს დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესია, ეს არის რეფორმები ჩვენი ქვეყნებისთვის, თუმცა, ჩვენ გვჭირდება პროგრესი ალბანეთისა და მონტენეგროსთვის, ჩრდილოეთ მაკედონიისთვის, ასევე ვიზალიბერალიზაცია კოსოვოსთვის და ახალი განვითარებები მონტენეგროსთვის, სერბეთისა და ბოსნია და ჰერცოგოვინასთვის. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს უკრაინა, მოლდოვა და საქართველო“, – განაცხადა ალბანელმა დეპუტატმა.