პირველი სექტემბრიდან მედიასა და ინტერნეტში ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელება შეიზღუდება

პირველი სექტემბრიდან მედიასა და ინტერნეტში ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელება შეიზღუდება. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი დამეთანხმება, რომ ასეთი ინფორმაცია ბავშვის ფსიქიკას დიდ ზიანს აყენებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს რეგულაციებს და აღსრულების მექანიზმებს.

„თუ რა ითვლება ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციად, იხილეთ ქვემოთ. აქვე მადლობა მინდა ვუთხრა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და მის ხელმძღვანელს, კახა ბექაურს, რომელმაც სამაგალითოდ გაართვა თავი კოდექსის აღსრულების მომზადებას.
მაუწყებლობის შესახებ კანონის 56 2 მუხლი:

18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:

ა) სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულებას;

ბ) ისეთი სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენას, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს ან რომელიც გაუკუღმართებული ფორმით ხორციელდება;

 

“იმედინიუსი”