რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყარაბაღში სიტუაციის მკვეთრი ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყარაბაღში სიტუაციის მკვეთრი ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ნათქვამია უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაში.

რუსეთი დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, ყარაბაღში სისხლისღვრა შეწყდეს და დიპლომატიურ დარეგულირებას დაუბრუნდნენ.

ამასთან, ზახაროვას თქმით, რუსი მშვიდობისმყოფელები ყარაბაღში თავიანთი ფუნქციების შესრულებას განაგრძობენ.

როგორც მარია ზახაროვამ განაცხადა, რუსეთი ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით მხარეებთან კონტაქტზეა, მათ შორის აზერბაიჯანთან.

„ახლა გვაქვს კოტაქტები, მათ შორის აზერბაიჯანულ მხარესთან. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში კონტაქტების დასრულებისას გაკეთებდა შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით“, – განაცხადა ზახაროვამ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ განაცხადა.