პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოში დემოკრატიის მომავალთან და ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით. აშშ რჩება საქართველოს მოსახლეობის მკაფიო ევროატლანტიკური სურვილების მხარდამჭერი“, – წერს დერეკ შოლე.
დერეკ შოლესთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურმაც გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ნიუ იორკში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, ასევე ორი ქვეყნის საერთო ინტერესების გამყარების მიზნით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.