საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6412 ლარი ეღირება, ევრო – 2.8271 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2740 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6360 ლარი ღირდა, ევრო – 2.8131 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2707 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 20 სექტემბერს ამოქმედდება.
რაც შეეხება რუსულ რუბლს, 1 ლარი დღეს 36.51 რუბლის თანაბარდია !