შეფასება იმისა, უნდა აღასრულებდეს თუ არა საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს კონსტიტუციას, მხოლოდ ერთგვაროვანი შეიძლება იყოს – ჩვენ პირველ რიგში ვხელმძღვანელობთ საქართველოს კონსტიტუციით და აქ განსხვავებული მოსაზრება არავის ექნება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ბრიფინგზე „ქრონიკის“ კითხვის პასუხად განაცხადა.
„რაც შეეხება განმარტებებსა და დეტალებს, შემდეგი დღეები სწორედ ამით ვიქნებით დაკავებული, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ როგორც საერთაშორისო პარტნიორებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, ასევე კონკრეტულ კომერციულ ბანკებს. მათთან გავივლით თუ როგორ ხდება ამის აღსრულება ისე, რომ მათი საერთაშორისო ვალდებულები იყოს შესრულებული და არ გაჩნდეს კითხვები“, – აღნიშნა თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამისი ცვლილება.