რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვი მუდმივ კონტაქტზე იმყოფება სომხეთისა და აზერბაიჯანის, ასევე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებებთან და იმედოვნებს, რომ მხარეები შეძლებენ დეესკალაციას და სიტუაციის დამშვიდებას.
„ჩვენი მშვიდობისმყოფელები ძალიან აქტიურად მუშაობენ კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარესთან, აკეთებენ ყველაფერს, რათა დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა“, – აცხადებს პუტინი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანმა ყარაბაღში ოპერაციის შეჩერების შესახებ განაცხადა. მანამდე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსი მშვიდობისმყოფელების შეთავაზებას დათანხმდნენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი არ მონაწილეობდა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განხილვაში.