გიორგი ვოლსკი: სისხლიანი, სამოქალაქო დაპირისპირება, ეს არის თემა, რომელიც სპონტანურად არ წარმოშობილა, სპონტანურად არ უთქვამს, მათ შორის გიორგი ვაშაძეს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ის, რომ რადიკალური ოპოზიცია ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებას გეგმავს, ეს ახალი ამბავი არ არის.

„ეს არის ის რეალობა სამწუხაროდ, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. სუს-მა დაამატა გარკვეული გარემოებები. სისხლიანი, სამოქალაქო დაპირისპირება, ეს არის ის თემა, რომელიც სპონტანურად არ წარმოშობილა, სპონტანურად არ უთქვამს, მათ შორის გიორგი ვაშაძეს. ეს არის ის რეალობა, რასაც სამწუხაროდ დიდი ხანია ვადევნებთ თვალყურს და რაც ჩვენმა პარტნიორებმაც უნდა გაითვალისწინონ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

რადიკალური ოპოზიცია ჩვეული დღის წესრიგით მოქმედებას განაგრძობს. ფიზიკური ბრძოლა ბრძოლის ის მეთოდია, რომელშიც ახლა „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოსავალს ხედავს. რადიკალები შემუშავებულ გეგმაზე ხმამაღლა არ საუბრობენ, თუმცა არ მალავენ, რომ არეულობის მცდელობა ქუჩის აქციების გარდა, პერმანენტულად მათ შორის საპარლამენტო სივრცეშიც გაგრძელდება. გეგმის შემდეგი ნაწილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებული შინაგან საქმეთა მინისტრისთვის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დისკომფორტის შექმნაა. ვახტანგ გომელაური პარლამენტში ხვალ წარდგება.