რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმზე მასიური თავდასხმის განხორციელება სცადეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, კიევმა სცადა უპილოტო თვითმფრინავებით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე თავდასხმა.
„ღამით კიევის რეჟიმი ცდილობდა ტერორისტულ თავდასხმას უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. საჰაერო თავდაცვამ შავი ზღვის თავზე და ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაანადგურეს 19 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, კურსკის, ბელგოროდისა და ორიოლის რეგიონების ტერიტორიებზე კი – თითო-თითო“, – ნათქვამია განცხადებაში.