პუტინი, სი, კიმ ჩენ ინი, ერდოღანი”მსოფლიო დონის მოჭადრაკეები არიან” – ტრამპი

აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაღალი შეფასება მისცა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, ჩინეთის სახელმწიფო მეთაურს სი ძინპინს, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერს კიმ ჩენ ინსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიიპ ერდოღანს.

ტრამპა მათ “მსოფლიო დონის მოჭადრაკეები” უწოდა. “მისმინეთ, – განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა თავის მომხრეებს ვისკონსინის შტატში, რომელიც ტელევიზიებით გადაიცა, – მე ერთ რამეს მივხვდი: პუტინი, პრეზიდენტი სი, კიმ ჩენ ინი, ტაიიპ ერდოღანი – ყველანი ისინი მსოფლიო დონის მოჭადრაკეები არიან”.

ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის აზრით, ქვეყნის ყოფილიი ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ვერ შეზლებს ამ დონის ლიდერებთან თანაბარ ურთიერთობას, თუკი მან საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვა, რადგან “მისი საუკეთესო წლებიც არ იყო მთლად საუკეთესო”.

შეგახსენებთ, რომ შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს არის დანიშნული.