საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ტრანსლატლანტიკური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
საგარეოს საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკავშირის უმაღლესი წარმადგენელი ჯოზეფ ბორელი და ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.
მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა ტრანსლატლანტიკურ სივრცეში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევების დაძლევის გზები იყო.