„აბრამსის“ ამერიკული ტანკების პირველი პარტია უკრაინაში მომავალ კვირას ჩავა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.
ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინისთვის დახმარების ახალი, 325 მილიონიანი პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა, რომელიც მოიცავს უფრო მეტ არტილერიას, საბრძოლო მასალას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს. ახალ პაკეტში ვერ მოხვდა შორი რადიუსის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები, რომელთაც კიევი ვაშინგტონისგან ითხოვდა.