გერმანიის კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის ბელარუსის საკითხზე სატელეფონო საუბარი შედგა

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის მთავარი თემა ბელარუსი იყო.

 

როგორც კრემლის პრეს-სამსახური გვამცნობს, გერმანიის კანცლერმა პუტინს დაურეკა იმისთვის, რომ გაარკვიოს რა ხდება მინსკში. პუტინმა საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთისთვის მიუღებელია ბელარუსის შიდა საქმეებში უცხოეთიდან ნებისმიერი სახის ჩარევა, რაც კრიზისის  ესკალაციას უწყობს ხელს.

თუმცა ორივე ლიდერი შეთანხმდა იმაზე, რომ ყველა დაინტერესებულია ბელარუსში მდგომარეობის ნორმალიზებით.

გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ   დაუყონებლივ უნდა დაიწყოს დიალოგი, როგორც ოპოზიასთან, ისე ხალხთან. აგრეთვე, მოითხოვს დაპატიმრებულების განთავისუფლებას.

წყარო                                                                            კონსტანტინე ჩიკვილაძე