ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე დასასწრებად ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი არ ატარებდნენ პირბადეებს და არ იცავდნენ სოციალური დისტანციის წესებს.
გასული წლის დეკემბერში ვირუსის გავრცელების შემდეგ ჩინეთში ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევების 60% (84 000-ზე მეტი შემთხვევა) სწორედ ვუხანზე მოდის. ქალაქი 23 იანვარს ჩაკეტეს და მკაცრი კარანტინი დააწესეს, რომელიც აპრილამდე გაგრძელდა. მაისში ქალაქში ტესტირების მასშტაბური პროგრამა აამუშავეს და 9 დღეში კორონავირუსის ტესტი 6.5 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარეს. ამის შემდეგ ქალაქში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დადასტურებულა.
“ტაბულა”