ფაქტობრივად, ჩვენ ოპოზიცია არ გვყავს. ეს არის რაღაც მასხარაობა, სანახაობა, – ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ჩვენ ხომ ვუყურებთ, რომ ნებისმიერი მათი ნარატივი არის სიყალბესა და ტყუილზე დაყრდნობილი, თან ძალიან მოკლევადიანზე. ერთდღიან, ორდღიან თემებზე ხმაურობენ, დგამენ რაღაც გაუთავებელ შოუებს და ეს ყველაფერი ძალიან მალ მთავრდება, იმიტომ რომ რეალური თემა არ აქვთ საიმისო, რომ ხალხი მათ აჰყვეს. ფაქტობრივად, ჩვენ ოპოზიცია არ გვყავს. ეს არის რაღაც მასხარაობა, სანახაობა. ხალხი ვეღარ უყურებს მათ, ეცინება, იმიტომ რომ კრიტერიუმები აღარ არსებობს. ვერ შეაფასებ უკვე მათ საქციელს. რაღაცით ხომ უნდა შეაფასო ადამიანის საქციელი – საერთოდ კრიტერიუმი აღარ აქვთ. არც გონებრივი, არც ზნეობრივი. ყველაფრის მკადრებელი ადამიანები დგამენ პერფორმანსებს“, – განაცხადა შენგელაიამ.