ფაქტია, რომ ვნახეთ ერთი კაცის თეატრი. შეფუთა, რომ იყო ცუდად და მას ცუდად ექცეოდნენ. ხალხი ჩამოვიდა და დაადასტურა, ვერ უარყო ფაქტი, რომ ეს ადამიანი ჩვეულებრივად დიეტაზე იყო. ახლა კი პოლიტიკური მადა გაეხსნა, – ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ პატიმარ მიხელ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში მაოხრებელი გზირი იყო.
„ის იყო ქართულ პოლიტიკაში მაოხრებელი გზირი და დარჩება და იქნება, სანამ ის პოლიტიკურად არ განადგურდება. ისე დიდხანს აცოცხლოს ღმერთმა და ჯანმრთელობაში წარმატება მინდა ვუსურვო, თუ ის მას აწუხებს“, – აღნიშნა გამსახურდიამ.