ნახიჩევანში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის შეხვედრა გაიმართა

ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის შეხვედრა გაიმართა.

მანამდე, ნახიჩევანში თურქეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ჩატარდა.

შეხვედრის დაწყებისას თურქული მედია წერდა, რომ შეხვედრაზე განხილული იქნებოდა ორი ქვეყნის ურთიერთობები, ასევე რეგიონული და საერთაშორისო მოვლენები.

მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებებისას ილჰამ ალიევი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ ჩატარებულ ოპერაციას და შეიარაღებული სომხური ფორმირებების განიარაღების პროცესსაც განიხილავდნენ. გარდა ამისა, როგორც მედია წერდა, საუბრის თემა იქნებოდა ზანგეზურის დერეფანი.