,,ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,როდესაც მომავლის ხედვაში, ქცევის წესებში და ღირებულებებში შეურიგებელი განსხვავებები გამიჩნდა ჩემს სოციალურ წრესთან – ავიღე და ეს სოციალური ქსოვილი დავგლიჯე, რომ განზე გავსულიყავი.
ბუნებრივია, ამან უხერხულობები შექმნა.
ვისაც დავუპირისპირდი – იმათაც ყავთ ნათესავები, ახლობლები, კმაყოფაზე მჯდომები … ისინი ნაწყენები არიან და პერიოდულად, ამ წყენას ჩემს ნათესავებს აფრქვევენ
ნაწყენო ნათესავებო, “მე შაირი არ მინდოდა …”
მე მინდოდა ჩემი საქმის კეთება ისე, როგორც მე მჯერა.
მაგრამ, რატომღაც, რამდენიმე უტვინო და ხარბმა გოიმმა გადაწყვიტა, რომ უნდა გამაქრონ, ჩემი მოკავშირეებიან – საქმიანად.
თავი კი არ დაგვანებონ – გაგვაქრონ, გაგვანულონ!
ხოდა ახლა საკითხი ასე დგას – ან მე გავაქრობ, ან ისინი გამაქრობენ …
ეს მოცემულობა დააყენა კეზერაშვილმა, როცა ჩათვალა, რომ რადგან ფული აქვს – თავს ასეთი თავხედობის უფლება შეიძლება მისცეს.
მან არ იფიქრა შედეგზე, არ იფიქრა თქვენზე … (ტრულაილა თვითონ ფულია!)
ბოდიში, რომ ვინც ჩემი საქმის წართმევა და განადგურება დამიპირა, იმას მე თვითონ ვანადგურებ.
ნულოვანი შედეგის თამაშია – და ეს თამაში მე არ დამიწყია.
პატივს ვცემ მათ არჩევანს და საკადრისად ვპასუხობ. 
და მოვიგებ – ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ჯობია, რომ ჩვენ მოვიგოთ და ისინი განადგურდნენ.”