გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, გერმანია უკრაინის მხარდაჭერისგან შინაგან დაღლილობას არ გრძნობს.
კითხვაზე, გრძნობს თუ არა გერმანია „უკრაინისგან დაღლას“ ეკონომიკური პრობლემების ფონზე, მინისტრმა უპასუხა, რომ „არა“.
„ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ, ამიტომ ყველას თავისი შეხედულება აქვს სამყაროს შესახებ, მაგრამ თავიდანვე გერმანელებისა და ევროპელების აბსოლუტურმა უმრავლესობამ კარგად გააცნობიერა, რომ ჩვენ შეიძლებოდა ვყოფილიყავით უკრაინელების ადგილას“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ბერბოკის განცხადებით, გერმანიაში, ისევე როგორც ახლა მთელ მსოფლიოში, იყო მაღალი ინფლაცია და გერმანიის ეკონომიკა, ასევე, უკიდურესად იყო დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე.
„ასეთ დროს თქვენ უნდა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროთ უკრაინას, მსოფლიოს, მაგრამ თქვენ უნდა აუხსნათ ხალხს, რატომ უნდა გააკეთოთ ეს. ასევე, თქვენ უნდა იმუშაოთ სხვა სოციალურ პროგრამაზე, რათა თავიდან აიცილოთ უარყოფითი შედეგები ხალხისა და ოჯახებისთვის. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვცდილობთ“, – დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.