აშშ პოლონეთს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის ორ მილიარდ აშშ დოლარს ასესხებს.
პოლონეთს იმ საბჭოთა დროინდელი სამხედრო ტექნიკის ჩანაცვლება სურს, რომელიც მან უკრაინას გადასცა, რისთვისაც ვაშინგტონმა ვარშავას პირდაპირი სესხის სახით ორი მილიარდი დოლარის მხარდაჭერა შესთავაზა.
„პოლონეთი აშშ-ის მტკიცე მოკავშირეა. პოლონეთის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის კოლექტიური თავდაცვისთვის“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
პოლონეთს გრძელი საზღვარი აქვს ბელორუსთან – რუსეთის მთავარ მოკავშირესთან – რომელიც მწვავე დაძაბულობის წყაროა. რუსეთის აგრესიის ფონზე ვარშავა ცდილობს გააძლიეროს თავისი თავდაცვის შესაძლებლობები .
ამავე ცნობით, პოლონეთი მიმდინარე წელს თავდაცვაზე მშპ-ის 4%-ის დახარჯვას გეგმავს.