დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ვალდებულნი არიან, უშუამდგომლონ დეკანოზს პრეზიდენტთან შეწყალების თემასთან დაკავშირებით.
“დეკანოზის საკითხი ვალდებულები არიან განიხილონ.. მიმაჩნია, რომ უნდა უშუამდგომლონ პრეზიდენტთან, რომ შეიწყალონ და წარსდგეს წინდა სინოდის წინაშე, რისი სურვილიც მას გააჩნია და აბსოლუტურად ყველაფერს ფარდა ახადოს. მაღალი სასულიერო თანამდებობის პირები, ვინც შებრძანდა და ნახა დეკანოზი, ყველა ცალსახად აფიქსირებდა, რომ იგი იყო უდანაშაულო. კეთილი ინებონ და გააკეთონ ის, რაც ევალებათ, დარწმუნებულები თუ არიან მამაოს უდანაშაულობაში და რაც ხდება საპატრიარქოში, ერთხელ და სამუდამოდ დაალაგონ ყველაფერი,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
კიდევ ერთი ხმაურიანი საკითხი, რომელიც სინოდმა უნდა განიხილოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეა. თეოლოგები მიიჩნევენ, რომ დღეს სინოდის სხდომაზე დეკანოზის შეწყალების საქმეც განიხილება.