რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გენერლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინასთან ომი 2025 წლამდე გაგრძელდება.
მისი თქმით, რუსული ჯარი აგრძელებს საბრძოლო ძალის ზრდას, რასაც ხელს უწყობს თანამედროვე შეიარაღება და სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით სამხედროების გადამზადება.
„2025 წლამდე გეგმის თანმიმდევრული განხორციელება საშუალებას მოგვცემს მივაღწიოთ მიზნებს“, – განაცხადა შოიგუმ.