კანადის თემთა პალატის სპიკერი ენტონი როტა გადადგა მას შემდეგ, რაც სხდომაზე უკრაინელი ვეტერანი მიიწვია, რომელიც აღმოჩნდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების მხარეს იბრძოდა.
როგორც მედია წერს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან პარლამენტში მიიწვია 98 წლის უკრაინელი იაროსლავ ჰუნკა, 22 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ვიზიტის დროს.
როტამ განაცხადა, რომ იუნკა გმირი იყო, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოება მას მქუხარე ტაშით მიესალმა. დარბაზში იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო.
მოგვიანებით ვეტერანის ნაცისტური კავშირების შესახებ გახდა ცნობილი.
როტას თქმით, მან არ იცოდა ჰუნკას წარსულზე და დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ღონისძიებაზე მიიწვია.
„ამ პალატის მუშაობა ნებისმიერ ჩვენგანზე მაღლა დგას. უნდა გადავდგე თქვენი სპიკერის თანამდებობიდან. კიდევ ერთხელ ღრმა წუხილს გამოვხატავ“, – განაცხადა მან პარლამენტში.