ამ დროისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი 400-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა – საკარანტინო სივრცეში 700-ზე მეტი ადამიანი იმყოფება

ამ დროისთვის, თერმოსკრინინგი მესტიის მუნიციპალიტეტში 400-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა განუცხადა.

„გამოკვლეული მოქალაქეებიდან არცერთს არ აღენიშნებოდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. თერმოსკრინინგი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და მოიცავს მთელ მუნიციპალიტეტს“, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის მესტიაში 700-ზე მეტი ადამიანი იმყოფება კარანტინში და საკარანტინე 12 – დღიანი ვადა ყველას სხვადასხვა დროს ეწურება.

„ამ დროისთვის მესტიის მუნიციპალიტეტში 700-ზე მეტი ადამიანი იმყოფება საკარანტინო სივრცეში და ასევე, 700-ზე მეტი ადამიანი გადაყვანილია სხვა რეგიონში. მათ სხვადასხვა პერიოდში ეწურებათ საკარანტინო ვადა. ნაკადს, რომელიც საკარანტინო სივრცეში პირველად მოთავსდა, საკარანტინე ვადა 21 აგვისტოს ეწურება“, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

 

“ინტერპრესნიუსი”