“ოქტომბრისთვის სიტუაცია ისედაც შეიცვლება, იმდენად სერიოზული პრობლემები იქნება ქვეყნის ეკონომიკაში” – დავით ჭიჭინაძე

“ამომრჩეველი არავის საკუთრება არ არის, მათი სახელით რომ დებენ პოლიტიკოსები შეთანხმებებს.

პოლიტიკაში კი, ხალხი არა, სისტემაა შესაცვლელი, რადგან მხოლოდ ხალხის შეცვლას არანაირი სიკეთე არ მოაქვს.“ – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და კოლიციაში შესვლას გამორიცხავს როგორც „ოცნებასთან“, ასევევ ოპოზიციასთან.

“ხალხს ვერ ვუშველით, სისტემა თუ არ შეიცვალა, თუ არ შეიცვალა საბანკო სისტემა, ვალის ეკონომიკა;

ხალხის ვალებისგან გათავისუფლება თუ არ გახდა პრიორიტეტი, რადგან თავისუფალმა ხალხმა შესძლოს თავისუფალი არჩევანის გაკეთება.

ამას გარდა, ამომრჩეველი არავის საკუთრება არ არის, მათი სახელით შეთანხმებები რომ დადონ პოლიტიკოსებმა.

მითუმეტეს მემკვიდრეობით არავის რგებია ამომრჩეველი, ამიტომ ვთვლი, რომ ეს მხოლოდ ამომრჩევლის შეურაცხყოფაა – მივუთით ხმა ვის უნდა მისცენ!

ზოგადა კი, დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრისთვის სიტუაცია ისედაც შეიცვლება, იმდენად სერიოზული პრობლემები იქნება ქვეყნის ეკონომიკაში.

სექტემბრის ბოლოს, როდესაც ბანკების მიერ გადავადებული ვალების გადახდის პერიოდი მოვა, თუ გადასახადს მინიმუმ კიდე სამი თვით არ გადაწევენ, ხალხი მართლა კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

მითუმეტეს, რომ ბანკები მუდმივად უზრდიან ვალებს მოსახლეობას და ძალიან დიდ პროცენტს არიცხავენ, მიუხედავად იმისა, რომ გადავადება პროცენტების დამატების გარეშე უნდა მომხდარიყო.

დღეს კი, როდესაც ისედაც ასეთი უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს, არცერთ პოლიტიკურ ძალას ეს უკანონო გადავადება არც კი აინტერესებთ. ამიტომ არ ვითანამშრომლებთ ჩვენ ასეთ ძალებთან!“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე

წყარო: cyc.ge