ჯოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ამერიკელ კანონმდებლებს მოუწოდა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღონ.

ბორელმა აღნიშნა, რომ ევროპელი ჩინოვნიკები გაკვირვებულნი იყვნენ ვაშინგტონში ბოლო წუთში მიღწეული შეთანხმებით, რათა თავიდან აიცილონ აშშ-ის მთავრობის დახურვა.

„იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება და შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ ვდგავართ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე. უკრაინელები იბრძვიან სიმამაცითა და შესაძლებლობებით და თუ გვინდა, რომ ისინი წარმატებული იყვნენ, მაშინ უნდა მიეცით მათ უკეთესი იარაღი, უფრო სწრაფად“, – აცხადებს ბორელი.

შეერთებულ შტატებში დროებითი ბიუჯეტი დამტკიცდა, რათა თავიდან აიცილონ მთავრობის დახურვა.