“ან მკვდარს გამომიტანთ გლდანის რაიონიდან, ან…არჩევნებამდე აღიარებს ბიძინა ივანიშვილი მარცხს” – ნიკა მელია

ოპოზიცის კანდიდატი გლდანის მაჟორიტარულ ოლქში და “ენმ”-ს ერთ ერთი ლიდერი ნიკა ელია საკუთარ გამარჯვებაში, პირველივე ტურში, დარწმუნებულია და ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილს ერთადერთ გზა – ხმების მოპარვა დარჩა, რის შესაძლებლობასაც მელიას თქმით, ოპოზიცია მას არ მისცემს.

“მე პირადად ან მკვდარს გამომიტანთ გლდანის რაიონიდან, ან ქართული ოცნების არცერთ აქტივისტს, პოლიციის უფროსს, თუ პროკურორს, არ მივცემ იმის შესაძლებლობას, რომ არჩევნები გააყალბოს.

გლდანის რაიონში, მთელი ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერით დამაჯერებლად მოვიგებ პირველივე ტურში და ერთდერთი შანსი ბიძინა ივანიშვილს დარჩენილი აქვს – უნდა მოიპაროს და ამას ნამდვილად არ დავუშვებ. საკუთარი სიცოცხლის ფასადაც დავიცავ ნებისმიერ ადამიანს და ნებისმიერ ხმას და ეს ძალიან კარგად იცის ქართულმა ოცნებამ. იგივეს გააკეთებს ყველა ოპოზიციური კანდიდატი… არჩევნებამდე აღიარებს ბიძინა ივანიშვილი მარცხს” – ამბობს ნიკა მელია “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში”დღის სტუმარი” საუბრისას.

წყარო: cyc.ge