სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის არმიას ქალაქ ვარდენისის მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ 2 ოქტომბერს, დაახლოებით 14:25 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა მსუბუქი იარაღით ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელსაც ქუთის სექტორში მდებარე სომხური პოზიციების პერსონალისთვის საკვები გადაჰქონდა.
სომხური მხარის გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ ბაქოში.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერევანი ყალბ ინფორმაციას ავრცელებს.