ანალენა ბერბოკი – ევროკავშირი მალე ლისაბონიდან ლუგანსკამდე გადაიჭიმება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირშია, რომელიც მალე ლისაბონიდან ლუგანსკამდე გაფართოვდება.

ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ანალენა ბერბოკმა კიევში საგარეო საქმეთა მინისტერილის დაწყებისას განაცხადა.

„ევროკავშირის სგარეო საქმეთა მინისტრების ამ შეხვედრით ევროკავშირი გადავიტანეთ იქ, სადაც ევროპის გული მოცემულ მომენტში ყველაზე ძლიერად ძგერს – აქ, კიევში, უკრაინაში. უკრაინის მომავალი ევროკავშირში, თავისუფლების ჩვენს გაერთიანებაშია და ის მალე ლისაბონიდან ლუგანსკამდე გადაიჭიმება. თითოეული სოფლით, თითოეული მეტრით, რომელსაც უკრაინა ათავისუფლებს, თითოეული მეტრით, სადაც ის ადამიანებს იხსნის, ის ასევე აგებს გზას ევროკავშირისკენ. და ჩვენ, ევროპელი პარტნიორები და მეგობრები გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

გერმანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კიევში მიმდინარე შეხვედრაში ასევე ღიად განიხილება ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი რეფორმები, რომელთა შორის მან დაასახელა სასამართლო სისტემის სამართლებრივი ცვლილებები, მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

კიევში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმთა მინისტრების შეხვედრა პირველი მინისტერიალია, რომელიც ბლოკის ფარგლებს გარეთ იმართება.