ექს-მეუფე პეტრე მამათმავლობას “ამხელს” და მამათმავლების მოძრაობას იცავს

წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის მიერ მღვდელმთავრობაშეჩერებული “მეუფე” პეტრე უკმაყოფილოა მასზე დაკისრებული სასჯელის გამო და თავის გულისწყრომას სატელევიზიო კამერების წინ, როგორც ყოველთვის, აქტიურად, პოლიტიკურად გამოთქვამს.

“აშკარად პრორუსი პატრიარქის არჩევა მზადდება”, “რუსეთის ეკლესიის გავლენა ქართულზე”, “ოკუპაციას მივხედოთ”, “სექსუალური უმცირესობები მოწყვლადი ჯგუფია”… – ესა და სხვა მსგავსი აზრები დააფრქვია პეტრე ცაავამ დიანა ტრაპაიძის “დღის ეთერში”.

ასეთი პოლიტიკური რიტორიკა “ევროპული საქართველოს” ლიდერებსაც შეშურდებათ; შესაბამისად, წმ. სინოდის გადაწყვეტილება პეტრე ცაავას მღვდელმთავრობის შეჩერების შესახებ დიდი ხნით ადრე უნდა მომხდარიყო, სანამ იგი ეკლესიის დისკრედიტაციას ასე შორს წაიყვანდა.

საინტერესოა, “მამათმავლობის მხილებას” იჩემებს კაცი, რომელიც გეი-აღლუმს უჭერს მხარს და აცხადებს, რომ სასულიერო პირებს გეი-აღლუმი არ უნდა ჩაეშალათ “ტაბურეტებით ხელში”.

ისმის კითხვა: როდესაც სახელმწიფო არაფერს აკეთებს მსგავსი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, რა უნდა დაეჭირა ხელში სასულიერო პირს?