მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 100 625 იძულებით გადაადგილებული პირი ჩავიდა

3 ოქტომბრის მონაცემებით, მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილთა რაოდენობამ, რომლებიც სომხეთში ჩავიდნენ, 100 625 ადამიანი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი ნაზელი ბაგდასარიანი ავრცელებს.

მისი თქმით, სომხეთში 21 195 მანქანა შემოვიდა.

ამავე ცნობით, სომხეთის მთავრობა მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ ყველა მოქალაქეს სთავაზობს საცხოვრებელს. იძულებით გადაადგილებულმა ზოგიერთმა ადამიანმა ნათესავებთან ან მეგობრებთან სომხეთში დარჩენა არჩია.