ევროკავშირმა, აშშ-მა და რუსეთმა ყარაბაღის საკითხზე საიდუმლო მოლაპარაკება გამართეს – Politico

აშშ-ის, ევროკავშირის და რუსეთის მაღალჩინოსნებმა მთიანი ყარაბაღის საკითხზე საიდუმლო მოლაპარაკება გამართეს. შეხვედრა სტამბოლში 17 სექტემბერს გაიმართა. ამის შესახებ გამოცემა Politico იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრა 2 დღით ადრე გაიმართა აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებამდე.

სამმხრივი შეხვედრის მიზანი იყო აზერბაიჯანზე ზეწოლის განხორციელება, რათა მან ყარაბაღის ბლოკადა მოხსნას და იქ ჰუმანიტარულ დახმარებას გზა გაუხსნას.

აშშ-ის მხრიდან შეხვედრაში შეერთებული შტატების უფროსი მრჩეველი კავკასიაში მოლაპარაკების საკითხებში ლუის ბონო, ევროკავშირის მხრიდან მისი წარმომადგენელი კავკასიაში ტაივო კლაარი, ხოლო რუსეთის მხრიდან პუტინის სპეცწარმომადგენელი იგორ ხოვაევი მონაწილეობდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოლაპარაკებას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, ვინაიდან 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, ამის შემდეგ რეგიონი 100 ათასზე მეტმა სომეხმა დატოვა. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, მთიანი ყარაბაღი 1-ლი იანვრიდან არსებობას წყვეტს და ამ ტერიტორიაზე აზერბაიჯანი სრულ კონტროლს ამყარებს.