აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უარი თქვა ესპანეთის ქალაქ გრანადაში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, გრანადაში უნდა გამართულიყო შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ევროკავშირის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების მონაწილეობით.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ „ვიზიტის გაუქმების მიზეზია საფრანგეთის დესტრუქციული პოზიცია, ასევე პარიზსა და ბერლინს შორის უთანხმოება შეხვედრაში თურქეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით“.