ნატო-ს სამხედრო კომიტეტის მეთაური – უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა სანახევროდ სავსე საწყობებიდან დავიწყეთ, ეს მარაგი ახლა იწურება

ნატო-ში აცხადებენ, რომ ალიანსის წევრ ქვეყნებს იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგი ეწურებათ. ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის მეთაურმა, ადმირალმა რობ ბაუერმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გამართული დისკუსიის დროს განაცხადა.

„ჩვენ უკრაინას გადავცემთ შეიარაღების სისტემებს და საბრძოლო მასალას. ეს შესანიშნავია, მაგრამ ჩვენ ამ იარაღს სავსე საწყობებიდან არ ვაძლევთ. ჩვენ ამ შეიარაღების გადაცემა სანახევროდ სავსე საწყობებიდან დავიწყეთ და ეს მარაგი ახლა იწურება“, – განაცხადა ბაუერმა.

ამავე დისკუსიაში მონაწილეობდა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი ჯეიმს ჰიპი, რომელმაც განაცხადა, რომ დასავლეთის სახელმწიფოებმა უნდა გაზარდონ საბრძოლო მასალის წარმოება. მან ასევე მოუწოდა ნატო-ს წევრ ქვეყნებს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი დახარჯონ თავდაცვის სფეროზე.

„თუ ახლა, როდესაც ევროპაში ომია, არ არის დრო, რომ თავდაცვაზე 2% დავხარჯოთ, მაშინ როდის უნდა გავაკეთოთ ეს?“ – განაცხადა ბრიტანელმა მინისტრმა