ანკარაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ თურქეთმა ქურთებს კვლავ შეუტია. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
თურქეთის საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ ერაყში ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) 58 სამიზნე გაანადგურეს.
გასული კვირის შემდეგ მესამე ოპერაცია ჩატარდა ჩრდილოეთ ერაყში.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ ყველა ობიექტი, რომელიც ეკუთვნის PKK-ს და სირიელ ქურთებს ერაყსა და სირიაში არის „თურქეთის ლეგიტიმური სამიზნე“.
1-ელ ოქტომბერს ანკარაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის შესასვლელთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
ევროკავშირმა დაგმო თურქეთის დედაქალაქში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მომხდარი ტერაქტი.