ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, გულბაათ რცხილაძის მიმართვას რუსეთში მცხოვრები ნამდვილი ქართველები გამოეხმაურნენ. სამწუხაროდ, გასაგები მიზეზების გამო, ჩვენ ვერ გავასაჯაროებთ მათ ვინაობას. მაგრამ, მთავარია, რომ საქმე გაკეთდა:
დამცავი დაფები, რუსი მებრძოლების ბლინდაჟების გასამაგრებლად აუცილებელი, აგრეთვე ახალი ბოსტნეული, მიწოდებულ იქნა ადრესატს – საგვარდიო 144-ე მოტომსროლელი დივიზიის 254-ე მოტომსროლელი პოლკის მებრძოლებს, სადაც მსახურობს ჩვენი თანამემამულე გივი ვანიშვილი.
გთავაზობთ ვიდეომასალას, რომელზეც ასახულია ტვირთის მიწოდების კადრები, ისევე, როგორც გივი ვანიშვილისა და 254-ე პოლკის მებრძოლების მიმართვა. ევრაზიის ინსტიტუტი მადლობას უხდის ყველა თანამემამულეს, ვინც სიმხდალე და სიძუნწე არ გამოიჩინა!
წყარო: “პოლიტფორუმი“