ლარის კურსი უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში 6 ოქტომბრისთვის ცნობილია

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6783 ლარი ეღირება, ევრო – 2.8170 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2504 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6806 ლარი ღირდა, ევრო – 2.8154 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2500 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 6 ოქტომბერს ამოქმედდება.

რაც შეეხება რუსულ რუბლს, დღეს 1 ლარი 37,15 რუბლის ტოლია !