სირიაში, სამხედრო აკადემიაზე თავდასხმის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სირიის ქალაქ ჰომსში, სამხედრო აკადემიის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონების სამიზნე გახდა გამოსაშვები ცერემონია, რომელსაც კურსანტების ოჯახები ესწრებოდნენ. დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.