საქართველო შემოდგომაზე რუსებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უცხოური მიმართულებაა, ტურების გაყიდვების პიკი დეკემბრის ბოლომდე აღწევს, საახალწლო არდადეგების ჩათვლით, წერს Interfax Tourism ტუროპერატორის FUN&SUN-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
„ზაფხულში მოთხოვნადი იყო როგორც ბათუმის სასტუმროებში დასვენება, ისე ექსკურსიები თბილისში. გაყიდვების პიკი დეკემბრის ბოლოს მიაღწევს, საახალწლო არდადეგების ტურები უკვე აქტიურად იჯავშნება“, – განაცხადა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ოლგა ივანოვამ.
მისივე თქმით, დაჯავშნილი ტურების საშუალო ხანგრძლივობა 4-6 დღეა, მაქსიმალური კი ორ კვირას აღწევს.
„ჩვენ ჯერ არ გვინახავს ავიაბილეთების დეფიციტი მარშრუტზე, მაგრამ ეს შესაძლოა საახალწლო თარიღების მოახლოებისას წარმოიშვას“ – დასძინა ექსპერტმა.
რუსული მედია ასევე ქართულ საახალწლო ტრადიციებზეც აქტიურად წერს.