2022 წლის 24 თებერვლიდან მხოლოდ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული ფინანსური და სამხედრო დახმარება ჯამურად 133 მილიარდ დოლარს აღწევს.
არ ვიცი რამდენი მილიარდი დაჯდა უკრაინის “მიყვანა მაიდნამდე” , ხოლო 2014 წლის “მაიდანის” შემდეგ 24 თებერვლამდე…
მემგონი, კაცმა არ იცის, ჯამში რა დაჯდა უკრაინის “გადამზადება-მომზადება”…
კოლოსალურ თანხებზეა საუბარი!!!
თავის დროზე ე.წ. “მარშალის გეგმა”, რაც მოიცავდა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ევროპის დახმარებას, სინამდვილეში კი ევროპის აშშს გავლენის ობიექტად გადაქცევას, გამოიყო 130 მილიარდი (დღევანდელი კურსით).
მაგრამ “მარშალის გეგმა” თუ ევროპის აღდგენა-გაძლიერებას ემსახურებოდა, “უკრაინის დახმარება” პირდაპირ ანადგურებს ამ ქვეყანას.
ამ “დახმარების”თანხებზე, უკვე ხმამაღლა ამბობენ, რომ ნაწილი უკან ბრუნდება ე.წ. “ატკატის” სახით და ილექება გარკვეული პირების ჯიბეებში…
უკრაინის ყოფილი პრემიერის, აზაროვის თქმით, ოფიციალური სტატისტიკით უკრაინის მოქალაქეები 23 მილიონი არიან დარჩენილი ქვეყნის შიგნით.
24 თებერვლამდე 43 მილიონი იყვნენ…
საქართველოში იშვიათად ახსენებენ ამ ყველაფრის ერთ-ერთ “უახლოეს” წინაპირობას – 2007 წლის მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე პუტინის სპეციალურ მიმართვას, რომელსაც მოჰყვა 2008 წლის “აგვისტოს ომი”, ხოლო 2014 წელს-“მაიდანი”!
ამერიკის სენატორმა, ლინდსი გრემმა, მაშინ აღნიშნა, რომ ამ მიმართვით პუტინმა გააკეთა “საუცხოო საქმე” – აშშ და ევროპა უფრო მეტად შეაკავშირა და დროის ეკონომია გაუკეთა, რადგან მაგ დონის შეკავშირებას ჩვენი მინიმუმ 10 წლის მუშაობა დასჭირდებოდაო…
რისთვის შეკავშირდნენ, ვხედავთ!
….მაშინ კი, მიუნხენის კონფერენციაზე, პუტინმა დაგმო ნატოს გაფართოება და აშშს ერთპიროვნული ჰეგემონია…
დასავლეთის მიერ რუსეთის ერთპიროვნულად ხელში ჩაგდების მანიაკალური სურვილი უკვე საუკუნეებს ითვლის და არც კი ნელდება… საინტერესოა, სადამდე მიიყვანს მსოფლიოს ეს “ახირება”…
ამ მოცემულობიდან გამომდინარე ჩვენ გვაქვს ორი გზა ან დასავლეთისთვს ვიქნებით “რუსეთისკენ მიმართული მუდმივი იარაღი” (ნუ, სანამ საბოლოოდ არ გადაგვბომბავს უმოწყალოდ) ან რუსეთთან გამოვნახავთ საერთო ენას, გადავაფასებთ საერთო “გეოპოლიტიკურ ბედს”, დავიბრუნებთ საკუთარ ტერიტორიებს, გავმრავლდებით ისევ და მივხედავთ საკუთარ თავს…
პ.ს. აშშს “გენიალური სტრატეგოსობით” მესამე გზაც გვეჭყანება – ჩინეთმა გამოგვიყენოს ორივეს წინააღმდეგ!
ჩვენ რა, ჩვენი ტერიტორია, რადგან თუ დასავლეთის ხელში დემოგრაფიულ კატასტროფას მივუკაკუნეთ, ჩინეთი საერთოდ “მოგვიხსნის მაგ პრობლემას’ , 10-15 წელიწადში აგვითვსებს მთლიანად….
/ სინგაპურის ყოფილი ლიდერი ლი კვან იუ ჩინეთზე:
“შეუძლებელია, ჩინეთი წარმოვიდგინოთ კიდევ ერთ დიდ მოთამაშედ, ჩინეთი არის ყველაზე დიდი მოთამაშე მსოფლიო ისტორიაში.”
“ყველასთვის ცნობილია ჩინეთის აღმავლობის შესახებ, თუმცა, ცოტა თუ იაზრებს ამით გამოწვეულ ტექტონიკურ ძვრებს.”
არასდროს ისტორიაში ერი არ განვითარებულა ასე სწრაფად, ასე ღრმად და ამდენი მიმართულებით.”
***ლი კვან იუ ჩინეთის საუკეთესო ექსპერტად არის მიჩნეული /
მოკლედ, არჩევანი ჩვენზეა!
პ.ს. 2008 წლის 26 აგვისტოს მოხდა რუსეთის მიერ აფხაზეთის და “სამხრეთ ოსეთის” აღიარება…
ხოლო 2009 წელს გაჟღერდა ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის შექმნის იდეა…
რუსეთს არ აქვს სხვა გზა, ან გააკონტროლებს და დაიცავს თავს შავ ზღვაზე ან აშშ, ნატოს და ბრიტანეთის ფლოტის იარაღს მიიდებს შუბლზე…
აქვე ვიტყვი, რომ ანაკლიის პორტს უმიზნებს ჩინეთი.
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პორტებიდან კი საქართველოს მფლობელობაში არცერთი არ არის, ისევე როგორც აეროპორტები და ბევრი სხვა სტრატეგიული ობიექტები…
დამთავრდა “უაზრო თამაშების დრო”, გონს მოვიდეთ!!!!
(რამდენიმე დღის წინ დავდე ამ პოსტის ნაწილი და დღეს განვავრცე…. ყოველდღიურად იცვლება სიტუაცია, ჩვენთვის არასახარბიელოდ)
მაია დვალიძე, სოციალური ქსელი