„გვეცოდინება და ვიმოქმედებთ“ – აშშ-მა 42 ჩინური კომპანია დაასანქცირა

აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა დაამატა 42 ჩინური კომპანია ექსპორტის კონტროლის სიაში რუსეთის სამხედრო და თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის მხარდაჭერის გამო.

აშშ-ს ხელისუფლება განმარტავს, რომ საუბარია ამერიკული წარმოშობის მიკროელექტრონული საშუალებების მიწოდებაზე, რომელსაც რუსეთი რაკეტებისა და თვითმფრინავების მართვის სისტემებში იყენებს

ჩინეთის კომპანიების გარდა, აშშ-მ დააწესა ექსპორტის კონტროლი შვიდ კომპანიაზე ფინეთიდან, გერმანიიდან, ინდოეთიდან, თურქეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

მათი თქმით, მათ ხელი შეუწყვეს რუსეთისთვის მიკროელექტრონული საშუალებების მიწოდებას, განსაკუთრებით მათ, რომლებსაც რუსეთი იყენებს რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების ზუსტი მართვის სისტემებისთვის, რომლითაც რუსეთი უკრაინაში ურტყამს სამოქალაქო სამიზნეებს.

„ სიის დღევანდელი გაფართოება მკაფიო სიგნალს აგზავნის: თუ თქვენ მიაწვდით ამერიკულ ტექნოლოგიას რუსეთის თავდაცვის სექტორს, ჩვენ ამის შესახებ გვეცოდინება და ვიმოქმედებთ“, – აღნიშნა მეთიუ აქსელროდმა ექსპორტის ადმინისტრირებაში.

მედიის ცნობით, ამ კომპანიებს შეერთებული შტატები მიიჩნევს საფრთხედ ეროვნული უსაფრთხოების ან აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის.