ჩვენ ომში ვართ და გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ბენიამინ ნეთანიაჰუს შეფასებით, დღეს ისრაელში განვითარებული მოვლენები არა სპეცოპერაცია და არა ესკალაცია, არამედ ომია.
„ჩვენი მტერი ამისთვის აქამდე არნახულ ფასს გადაიხდის“, – დასძინა ნეთანიაჰუმ.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 6:30 საათზე განხორციელდა. შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი გარდაიცვალა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადეს და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყეს.