„თალიბანის“ ინფორმაციით, ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 053-მდე გაიზარდა.
6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰერატიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა.
როგორც მედია წერს, დაშავებულთა რიცხვი 1000-ს აღემატება.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.