ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ.
ურიმი, ბარი, ნაჰალ ოზი, ნატივ ჰატარა, ზიკიმი – ეს ის ადგილებია ქვეყნის სამხრეთში, სადაც მოსახლეობას სახლების დატოვებას სთხოვენ.
სამხედროები აცხადებენ, რომ შემდგომი ევაკუაცია „სიტუაციის შეფასების მიხედვით განხორციელდება“.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.
ისრაელის ტელევიზიების განახლებული მონაცემებით, ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 2000 ადამიანი.
ნხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.