არჩევნები გადავდოთ ან ერთი კანდიდატი გვეყოლება, ვლადიმირ პუტინი – რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა და პრეზიდენტ ვლადიმiრ პუტინის ახლო მოკავშირემ განაცხადა, რომ მომავალ წელს რუსეთში მარტში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები ან უნდა გადაიდოს უკრაინის ომის გამო, ან კანდიდატთა სიიდან პუტინის ოპონენტები გამოირიცხოს.

პუტინი, რომელიც რუსეთს უკვე ორ ათწლეულზე მეტია მართავს, მომავალ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის სათავეში 2030 წლამდე დარჩება.

„მაქვს შემოთავაზება რომ, სანამ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ მიმდინარეობს, ერთხმად გადავწყვიტოთ, რომ არჩევნებზე ერთი კანდიდატი გვეყოლება – ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინი, ან დროებით გააუქმეთ არჩევნები, რადგან დღეს სხვა არავინაა, ვინც ჩვენს ქვეყანას დაიცავს“, – აცხადებს კადიროვი.