ინგა ფერაძე გარდაიცვალა – რა იყო მომღერლის ბოლო სურვილი

ბელ­გი­ა­ში მომ­ღე­რა­ლი ინგა ფე­რა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია მის­მა მე­გო­ბარ­მა, ჟურ­ნა­ლის­ტმა მაკა რაზ­მა­ძემ და­ა­დას­ტუ­რა.

“გაფრინდა ჩემი ლამაზი გოგო…აიარა ოქროყანის აღმართი…✨️

დატოვა მხოლოდ ბოლო სურვილი-საქართველოში დაბრუნება თუნდაც სიკვდილის შემდეგ…” – წერს რაზმაძე

მომ­ღერ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო დროს მძი­მე იყო, მაგ­რამ ერთი კვი­რის წინ მისი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია გახ­და სა­ჭი­რო. ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია ინ­ფორ­მა­ცია სად დაკ­რძა­ლა­ვენ ხე­ლო­ვანს, ბელ­გი­ა­ში თუ სამ­შობ­ლო­ში ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ.

ინგა ფე­რა­ძე წლე­ბია ემიგ­რა­ცი­ა­ში ბრი­უ­სე­ლის გა­რე­უ­ბან­ში, სო­ცი­ა­ლურ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. ის სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი 70-80-იან წლებ­ში იყო. ქა­ლა­ქუ­რი ჟან­რის სიმ­ღე­რებს მღე­რო­და.